„ზედიზედ 2 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია“

„ზედიზედ 2 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია“

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8.5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“, – თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი ბიუჯეტის განხილვის თემით დაიწყო, რომელიც პარასკევს ბოლოს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს. პრემიერის თქმით, 30 ნოემბერს, პარლამენტს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარედგინება.

„ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მინდა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას.

მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა, შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა“, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები.

ფაქტიური მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით; გარდა ამისა, გაიზრდება სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით; აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და შესაბამისად ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი“, – აღნიშნა პრემიერმა

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…